გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი სესიაშვილი: ძალიან მძიმე შედეგია, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, მათ შორის პოლიციელები დაშავდნენ, რაზეც სახელმწიფომ მოახდინა რეაგირება

12-07-2019

რადიკალური ჯგუფები, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ ძალადობის ესკალაციაზე, მათი შეფასებები ჩემთვის აბსოლუტურად აზრს მოკლებულია, მთავარია, საზოგადოება როგორ შეაფასებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რჩება შთაბეჭდილება, რომ გუშინ გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში ყველა მნიშვნელოვან კითხვას გასცა პასუხი.

„დარწმუნებული ვარ, საზოგადოებამ აღიქვა ის რეალობა, რასაც ადგილი ჰქონდა და რასაც პირდაპირ ეთერში ვუყურებდით. ხალხმა მიიღო ყველა კითხვაზე პასუხი. ცხადია, ბევრს ეს არ მოეწონებოდა, სიმართლე მწარეა. სიმართლეა, როდესაც ძალადობის ესკალაციას ახდენს ეს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები – „ნაციონალური მოძრაობა“ და მისთანები, შემდეგ გარბიან, იმალებიან, პასუხისმგებლობას გაურბიან და არ მოუწოდებენ თავის მომიტინგეებს, შეწყვიტონ ძალადობა. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს იყო მათი გეგმა. დანარჩენს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, „უნდა გამოისუფთავონ ტვინები იმ რადიკალურმა ჯგუფებმა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ შეიძლება ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა ან რომელიმე სახელმწიფო შენობის შტურმით აღება“.

„გამოძიებას ატარებს პროკურატურა და არა შსს. ისევე, როგორც ყველასთვის, ძალიან მძიმე შედეგია, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, მათ შორის პოლიციელები დაშავდნენ, რაზეც სახელმწიფომ მოახდინა რეაგირება, მაგრამ ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ძალიან მძიმე ფაქტის შედეგად მომავალში ჩვენს საზოგადოებას, თანამოქალაქეებს მივცეთ გარანტია, რომ ასეთი რამ არ უნდა მოხდეს. მაქსიმალურად უნდა შევქმნათ ასეთი სისტემა, მეორე მხრივ, უნდა გამოისუფთავონ ტვინები იმ რადიკალურმა ჯგუფებმა, რომლებსაც ჰქონდათ იმის ფიქრი და აღქმა, რომ შეიძლება ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა ან რომელიმე სახელმწიფო შენობის შტურმით აღება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930