გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი პეტრიაშვილის თავმჯდომარეობით უნგრეთის დედაქალაქში პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს შეხვედრა გაიხსნა

10-07-2019

ირაკლი პეტრიაშვილის თავმჯდომარეობით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) წევრთა ყოველწლიური შეხვედრა გაიხსნა. „დემოკრატია და თავისუფლება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში" - ამ სახელწოდების სხდომა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა გახსნა.

შეხვედრის გახსნისას, პეტრიაშვილი შეეხო იმ გამოწვევებსა და ტენდენციებს, რომელთა წინაშეც ევროპისა და PERC ქვეყნებში დასაქმებულები დგანან და განიხილა მოქმედებები რომლებსაც პროფკავშირული ორგანიზაციები ახორციელებენ.

"ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ სამომავლო მიზნები და სამოქმედო პრიორიტეტები ნათელია და ეს არის შრომის უკეთესი მომავალი, რისი საფუძველიც იმ დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობაა, რომლებიც უზრუნველყოფენ მთავარი მიზნების განხორციელებას როგორებიცაა დემოკრატია მოქალაქეებისთვის, შრომის მომავალი ევროპასა და მის სამეზობლოში, „ახალი სოციალური კონტრაქტი" სოციალური სამართლიანობისთვის 21-ე საუკუნეში, რომლის გარეშეც შეუძლებელია სოციალური სამართლიანობის მიღწევა გლობალიზაციის და დიჯიტალიზაციის ეპოქაში და ადამიანზე ორიენტირებული სოციალური რეფორმები."

პეტრიაშვილის განცხადებით, დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ პროფკავშირული ორგანიზაციები გასცდნენ მათთვის ტრადიციული საქმიანობის ფარგლებს და სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ისეთ სოციალურ მიმართულებებში, როგორიცაა მაგალითად განათლება, ეკოლოგია და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე განიხილება იმ ქვეყნებში არსებული ვითარებაც, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ევროკავშირში ინტეგრირებისა და ასოცირებისკენ, ისევე როგორც შრომით სფეროში განსაკუთრებული გამოწვევების მქონე ქვეყნები ისეთები, როგორიცაა შუა აზიის რეგიონი და პოსტ-საბჭოური სივრცის სახელმწიფოები.

პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს წევრთა შეხვედრა წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რამდენადაც შრომის საერთაშორისო კონფერენციის, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის ყრილობების შედეგებს აჯამებს და განსაზღვრავს სამომავლო სამოქმედო პრიორიტეტებს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930