გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეზვრიშვილი: თავდაცვის ერთადერთი საშუალება - ფარები წაართვეს 300-მდე პოლიციელს, კითხვის ნიშნები რატომ უნდა არსებობდეს, რომ პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალებები და დაიწყო აქციის შეწყვეტა

14-07-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში 20-21 ივნისის მოვლენები შეაფასა. მეზვრიშვილი სპეციალური საშუალებეის გამოყენებას შეეხო და აღნიშნა რომ ეს უფრო ადრეც შეიძლებოდა მომხდარიყო.


,, ამ საკითხზე მინისტრმაც ისაუბრა და სრულად ვიზიარებ ამ მოსაზრებას - ერთადერთი თუკი რამე, ასე ვთქვათ „შეცდომა“ დავუშვით ჩვენ იმ ღამეს - იყო ის, რომ 2 საათის განმავლობაში პოლიცია რისკის ქვეშ დავაყენეთ და გაცილებით ადრე არ დავიწყეთ სპეციალური საშუალებების გამოყენება, იმიტომ რომ თავდაცვის ერთადერთი საშუალება - ფარები წაართვეს 300-მდე პოლიციელს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიციელი , რომელსაც პასიური თავდაცვის საშუალებები უჭირავს - რეზინის ხელკეტი და ფარი - პოლიტიკოსების მოწოდებებით მასიურ ძალადობას აქვს ადგილი კორდონთან, ეს ყველაფერი კიდევ უფრო აქტიურდება და აქტიურდება, დაწოლა კიდევ ფრო ძლიერდება პოლიციაზე და პოლიციას უჭირავს მხოლოდ რეზინის ხელკეტი - ფარები- თავდაცვის ერთადერთი საშუალება აღარ აქვს. - ახლა ამ პირობებში, უბრალოდ წარმოუდგენელია კითხვის ნიშნები რატომ უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალებები და დაიწყო აქციის შეწყვეტა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930