გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: პოლიციას სპეციალური საშუალებების გამოყენების სრული ლეგიტიმაცია ჰქონდა, რადგან აგრესიული მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ

14-07-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 20-21 ივნისის მოვლენებზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოლიციას სპეციალური საშუალებების გამოყენების სრული ლეგიტიმაცია ჰქონდა, რადგან აგრესიული მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ.

,,კარგად ვიცით, რომ იქ იყვნენ გარკვეული მშვიდობიანი მოქალაქეებიც, რომლებიც სავსებით, სამართლიან პროტესტს გამოხატავდნენ, მაგრამ ეს ეგზალტირებული, მოძალადე მასა პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდა სხვადასხვა საგნების - რკინის კონსტრუქციების გამოყენებით, წყლით სავსე ბოთლების, პოლიციელებისთვის წართმეული ფარების და აღჭურვილობის გამოყენებით - ეს ხომ ფაქტია. ეს ყველაფრი ხდებოდა იმ დროს, რომელზეც დროზეც ახლა თქვენ აპელირებთ და რაზეც დაცვის მხარე აპელირებს. შესაბამისად, პოლიციას სრული ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალება. პირველი, როგორც ყველამ ნათლად იხილეთ, მოხდა ცრემლსადენი გაზის გამოყენება - ამიტომ ამ თემაზე სხვაგვარი ინტერპრეტაციების გაკეთება უბრალოდ აბსურდია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საზოგადოებამ ეს ყველაფერი ნათლად იხილა და სწორად უნდა გამოიტანონ ამასთან დაკავშირებით დასკვნები", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930