გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

14-07-2019

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი პოლონეთის 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


ხეცურიანმა მიმდინარე ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. ჯგუფური ეტაპში ყველა მოგებით გადავიდა და ავტომატურად საუკეთესო 16-ში მოხვდა.


საუკეთესო 8-ში მოსახვედრად დაამარცხა რუსი მოწინააღმდეგე ირინა მიშუროვა ანგარიშით 15:10. 4-ში მოსახვედრად კი იტალიელ პასკუნიო როზას სძლია ანგარიშით 15:13.


ნახევარფინალში ხეცურიანი ჩინელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა. პოლონეთის მსოფლიო თასის გათამაშება ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი გახლდათ.


საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები სამშობლოში 17 ივლისს დაბრუნდება.




https://imedinews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031