გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სამების საკათედრო ტაძარში 59-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს

14-07-2019

პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდება. მათ ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცემათ.


საკუთარ ნათლულებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პირადად დალოცავს. პატრიარქს სამების ტაძარში 20:00 საათისთვის ელოდებიან.


საყოველთაო ნათლობის იდეა კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.


პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 38 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.





https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031