გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინდოეთმა მთვარეზე მისია ტექნიკური პრობლემის გამო ვერ გაგზავნა

15-07-2019

ინდოეთი მთვარეზე მისია ტექნიკური პრობლემის გამო ვერ გაგზავნა. ინციდენტი გაშვებამდე ერთი საათით ადრე მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.



ინდოეთის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, მთვარეზე მისიას აუცილებლად გაუშვებენ. თუმცა, ზუსტად როდის ეს უცნობია.


თუ მისია წარმატებული აღმოჩნდებოდა, ინდოეთი იქნებოდა მეოთხე ქვეყანა, რომელმაც დედამიწის თანამგზავრზე წარმატებული მისია განახორციელა. აქამდე მთვარეზე წარმატებული მისია მხოლოდ აშშ-ის, ჩინეთსა და ყოფილ საბჭოთა კავშირს აქვს განხორციელებული.


150 მილიონ დოლარად შეფასებული მისიის მიზანია, რომ ხომალდი Chandrayaan-2 მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაჯდეს. მან მთვარის ზედაპირიდან წყლის, მინერალებისა და ზედაპირის შესახებ სინჯები უნდა აიღოს.






https://imedinews.ge/ge/


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930