გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ძაღლმა რომელსაც ჭოპორტში ყბის ძვლები ჩაუმტვრიეს დამოუკიდებლად ჭამა დაიწყო

15-07-2019

ძაღლმა, რომელსაც ივლისის დასაწყისში ჭოპორტში ხელკეტით ყბის ძვლები დაუმტვრიეს, დამოუკიდებლად ჭამა დაიწყო.


ამის შესახებ ინფორმაციას თამაზ ელიზბარშვილის ძაღლების თავშესაფარი Facebook-ზე ავრცელებს.


"სასწაული მოხდა! დღეს მამა სებასტიანემ დედაღვთისას მონასტრიდან გამოგვიგზავნა ვიდეო, სადაც ცნობილი ჭოპორტელი ყბა მოტეხილი ჰასკი საჭმელს დამოუკიდებლად ჭამს.


სად არ გვყავდა და რომელ ექიმს არ ვაჩვენეთ, ყველამ გვითხრა, რომ ძაღლს ქვედა ყბა ისე აქვს ჩალეწილი სასწაული უნდა მოხდეს, რომ თავისით შეძლოს ჭამა.


ეს სასწაული მამა სებასტიანემ მოახდინა", - წერია პოსტის აღწერაში.


https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930