15-07-2019
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი „ჰენლის“ ფესტივალზე ჯგუფ ABBA-ს სიმღერებზე აცეკვდა. ვიდეო Youtube-ზე გავრცელდა
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ტერეზა მეიმ ისეთ სიმღერებზე იცეკვა, როგორიცაა „Dancing Queen“ და “Mamma Mia“.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე პრემიერმინისტრს თან მეუღლე ახლდა.
„ჰენლი“- ბრიტანეთის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალია, რომელიც წელს 10-დან 14 ივლისამდე ჩატარდა.
ფესტვალზე პოპულარული ბრიტანული და საერთაშორისო ჰიტები სრულდება.
2018 წლის აგვისტოში, სამხრეთ აფრიკაში ვიზიტისას, ტერეზა მეიმ სკოლის მოსწავლეებთან ერთად იცეკვა, რომლებიც მას შეხვდნენ.
13-01-2025