გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
გუბაზ სანიკიძე: ომი თუ შეწყდა, რუსეთის ხელში აღმოჩენილი უკრაინის მიწის 20% მაინც უკრაინის გამარჯვებაა

23-04-2025

ახლა (უკრაინაში) ცეცხლი თუ შეწყდა, ის 20 პროცენტიც, რომელიც დე ფაქტო რუსეთის ხელში აღმოჩნდება, მაინც უკრაინის გამარჯვებაა - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ, ტელეკომპანია „კავკასია“-ს ეთერში, დავით აქუბარდიასთან სტუმრობის დროს განაცხადა.


მანვე განმარტა, თუ რატომ იქნება ახლა ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში ეს ომი უკრაინის გამარჯვება.


„იმიტომ, რომ უკრაინას ვერავინ ვერ აუკრძალავს დიდი ჯარის ყოლას, ეს უკვე ფაქტია. უკრაინას ეყოლება დიდი ჯარი, დიდი სამხედრო წარმოება და უკრაინამ შეინარჩუნა თავისი სუბიექტურობა და სუვერენიტეტი.


სამი წლის წინ, ერთი-ორი კაცის გარდა  არავის სჯეროდა, რომ უკრაინა მოიგებდა და მე და შენ (დავით აქუბარდიას) გვჯეროდა, რომ უკრაინა მოიგებდა, იმიტომ რომ ცოდნა უნდა ამას, უნდა იცოდე უკრაინელი ვინ არის, უკრაინელი არის დაბადებით მეომარი“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031