გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიასთან პოზიტიური მსჯელობა გვქონდა

17-02-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაში შედის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეფუძნება და თითოეულ მათგანი, კომისიის მხრიდან, პოზიტიურად არის შეფასებული.


„ჩვენ განვიხილეთ ის რამდენიმე ცვლილება, რომელიც შედის დამატებით კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. განვიხილეთ თითოეული ნორმა, რომელიც იცვლება და თითოეულ მათგანთან დაკავშირებით გვქონდა ძალიან პოზიტიური მსჯელობა. ეს ცვლილებები ეფუძნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და აქედან გამომდინარე, მზად ვართ, რომ პირნათლად შევასრულოთ ეს რეკომენდაციები და საბოლოოდ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. საქმე ეხება ბონუსის სისტემის გაუქმებას, ერთჯერადად ბლოკების დატოვებას, საკონსტიტუციო სასამართლოს და რწმენის თავისუფლებას. ეს არის ძირითადი ცვლილებები და დამატებით, რამდენიმე ცვლილება, რომლებიც შედის საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031