გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საერთო სამაგისტრო გამოცდა დღეს დაიწყება

17-07-2019

მაგისტრანტობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს 15:00 საათზე, გამოცდა კი 16:00 საათზე დაიწყება. აპლიკანტები B ტიპის ტესტს აბარებენ. 

წელს, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა; გამოცდები 24 ივლისს დასრულდება. 

გასული წლის მსგავსად, წელს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, მიმართულებების მიხედვით, შეთავაზებულია სამი სხვადასხვა - A, B და C ტიპის ტესტი. მაგისტრანტობის თითოეულმა მსურველმა ამ სამიდან გამოცდაზე უნდა შეასრულოს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტი.

საერთო სამაგისტრო გამოცდები ოთხი ნაწილისაგან შედგება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. 

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებისათვის აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარიერის დაძლევა, რაც გულისხმობს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას. 

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მხოლოდ 100 % - იანი დაფინანსება გაიცემა. 

სამაგისტრო გამოცდა ტარდება ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით: მაგისტრანტობის კანდიდატი ეკრანზე ხედავს ტესტურ დავალებებს, ხოლო პასუხებს წერს მისთვის განკუთვნილ პასუხების ფურცელზე.

გამოცდაზე მაგისტრანტობის მსურველი დროულად უნდა გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელზეც მითითებულია გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

საერთო სამაგისტრო გამოცდის პარალელურად მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ასევე, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესი.

დეტალური ინფორმაცია 2019 წლის გამოცდების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: www.naec.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930