გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩვენ პატივს ვცემთ და ანგარიშს გავუწევთ

17-07-2019

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო მიიღებს, ჩვენ პატივს ვცემთ და ანგარიშს გავუწევთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ძირითადად „ქართული ოცნების“ წევრებისგან არის დაკომპლექტებული და პატივს სცემს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ წევრებისგან, აბსოლუტურად პატივს სცემს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული, ჩვენ პატივს ვცემთ და ანგარიშს გავუწევთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო სამ ქართულ საქმეზე – ე.წ. კორტების სპეცოპერაციის, „რუსთავი 2“-ისა და გოგალაძის საქმეებზე გადაწყვეტილებებს გამოაქვეყნებს. ეს საქმეებია: ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე); ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ; გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ (2008 წელს პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტები)“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930