გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ადამია გიორგი გაბუნიას მონოლოგზე: ნათელია, რომ მომხდარი ამ ფსევდოჟურნალისტის ჩანაფიქრი არ არის. მას ეს უკარნახეს და ეს კავკასიაში მდგომარეობის გამწვავებისა და დესტაბილიზაციისაკენ მიმართული კამპანიის ნაწილია

18-07-2019

გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის დირექტორთა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ადამია „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს აფასებს.


„რუსთავი2-ის წამყვანის მონაწილეობით მომხდარი სკანდალი აშკარად მიანიშნებს საქართველოში ამჟამად არსებულ პრობლემებზე. მოხარული ვარ, რომ საზოგადოებამ ამ სუბიექტის ქმედება დაუყოვნებლივ და არაორაზროვნად შეაფასა. ჩვენი პატივისა და ღირსების შემლახავია ის, რაც იკადრა გიორგი გაბუნიამ, რომელიც თავის თავს ჟურნალისტსა და ქართველს უწოდებს” - ასე პასუხობს დავით ადამია შეკითხვას - რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სკანდალური ეთერი რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის და იზიარებენ თუ არა ისინი ადამიას მოსაზრებას?


მისი თქმით, ნათელია, რომ მომხდარი ამ ფსევდოჟურნალისტის ჩანაფიქრი არ არის. მას ეს უკარნახეს და ეს კავკასიაში მდგომარეობის გამწვავებისა და დესტაბილიზაციისაკენ მიმართული კამპანიის ნაწილია.


„სად არის მორალური ზღვარი, რომელსაც საქართველოში ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა არ უნდა გადააბიჯოს? თუ პიარისთვის ყველაფერი დასაშვებია და ხალხის ინტერესებს დღეს მნიშვნელობა არ აქვს? - სვამს კითხვებს დავით ადამია.


“შეხედეთ ამ სუბიექტს. ხედავთ მასში რამე ქართულს? ქართულად ნამდვილად საუბრობს, მაგრამ სხვა არაფერი. მას ალბათ დაავიწყდა, რა არის ჟურნალისტიკა და არ იცის, რა არის საქართველო, ვინ არის ქართველი. ამიტომ თავს უფლებას მივცემ ჩვენი გმირული ისტორია გავიხსენო.ქართველი ნიშნავს სიმამაცეს, ტრადიციას, პატივისცემას, სიტყვას და რწმენას. ეს არის თამარ მეფე, პეტრე ბაგრატიონი და ილია ჭავჭავაძე. წარმოგიდგენიათ, რომელიმე მათგანს ეს სიბინძურე წამოსცდენოდა? მე ვერ წარმომიდგენია. განა ასე იქცეოდნენ საქართველოს ნამდვილი შვილები? გაიხსენეთ ცოტნე დადიანისა და შალვა ახალციხელის საგმირო საქმეები. აი, ვიზე უნდა ვისაუბროთ და მაგალითებად მოვიყვანოთ. ისინი საქართველოსათვის საკუთარ თავსა და ახლობლებს სწირავდნენ” - ამბობს ადამია.





ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე  https://www.primetime.ge/news/1563367867-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930