გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ქართული მართლმსაჯულების და სახელმწიფოს უდიდესი გამარჯვება ედიშერ გვენეტაძე: ეს არის ჩვენი მართლმსაჯულების სიტემის უდიდესი აღიარება

18-07-2019

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე „რუსთავი 2“-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„ქართული მართლმსაჯულებისა და სახელმწიფოს უდიდესი გამარჯვება. ვყალიბდებით დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით:

• საქმეზე „რუსთავი 2“ - საქართველოს წინააღმდეგ, გაიმარჯვა საქართველომ! • საქმეზე „ძმები ყარამანაშვილები საქართველოს წინააღმდეგ“ - გაიმარჯვა საქართველომ! • სტრასბურგის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წარმოადგენს ქიბარ ხალვაშის კანონიერ საკუთრებას. • ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2“-თან და მის მფლობელებთან მიმართებაში, საქმის არცერთ ნაწილში, არანაირი დარღვევას ადგილი არ ჰქონია! • ეს საქმე, პრაქტიკულად ქართული მართლმსაჯულების საერთაშორისო ტესტი იყო, რომელიც ქართულმა სასამართლომ დიდი წარმატებით ჩააბარა!• ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისის გადაწყვეტილებით გვეუბნება, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და კანონიერების უმაღლესი ევროპული სტანდარტით. • ეს არის ჩვენი მართლმსაჯულების სიტემის უდიდესი აღიარება!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930