გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ია მეტრეველი: ვულოცავ სრულიად საქართველოს, ევროსასამართლოს ამ სამართლიან გადაწყვეტილებას

18-07-2019

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ისა და ვაზაგაშვილების საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეხმაურება და სრულიად საქართველოს ულოცავს ევროსასამართლოს ამ სამართლიან გადაწყვეტილებებს! ასევე ვაზაგაშვილების ოჯახს.

„ვულოცავ სრულიად საქართველოს, ევროსასამართლოს ამ სამართლიან გადაწყვეტილებას! ასევე ვაზაგაშვილების ოჯახს. დიდი ტკივილით მინდა ბატონ იურის მივულოცო, რომ მისი ბრძოლა, რომელსაც სიცოცხლე შესწირა, დღეს გამარჯვებით დასრულდა. იმედი მაქვს, ასევე დასრულდება ყველა ის უსამართლობა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, თავის განაყოფ, ევრონაცებთან ერთად ახორციელებს ჩვენს ქვეყანაზე და მიეცემა ქვეყანას სიმშვიდისა და განვითარების საშუალება, ბოლოს და ბოლოს“. - წერს ია მეტრეველი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულსა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ისა და ვაზაგაშვილების საქმეებზე გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა. სასამართლომ ვაზაგაშვილების სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს 50 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031