18-07-2019
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიენება და ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო პატივს სცემს და შეასრულებს.
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო პატივს სცემს და შეასრულებს. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ საქმეზე „ძმები ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ“ - გაიმარჯვა საქართველომ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დაადგინა, რომ „რუსთავი 2“-თან და მის მფლობელებთან მიმართებაში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო კანონიერი. ყველა ვალდებულია დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას.
სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა დაუშვებელია და სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას, ანუ დანაშაულს წარმოადგენს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ვაზაგაშვილის და გოგოლაძის საქმეებზე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მემკვიდრეობა დაუტოვა სახელმწიფოს სააკაშვილის რეჟიმმა",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.