გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქობულეთის ფიჭვნარის დასახლებაში არქეოლოგიური სამუშაოები წარმოებს

18-07-2019

2019 წელს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახორციელებს რეგიონში არქეოლოგიური გათხრების დაფინანსებას, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილია 115 000 ლარი. 
არქეოლოგიური სამუშაოები ქობულეთის ფიჭვნარის დასახლებაში, ორ უბანზე წარმოებს:

ანტიკური ხანის ნამოსახლარისა და ძვ. წ. V ს კოლხურ სამაროვანის ტერიტორიაზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე ექსპედიციას ხელმძღვანელობს პროფესორ ამირან კახიძე. 

პირველი უბანი - ფიჭვნარის ნაქალაქარის ერთ-ერთი გორა-ნამოსახლარია, ჩვეულებრივ აქ წარმოდგენილია რამდენიმე კულტურული ფენა. ამჟამად ელინისტური ხანის ფენის ნაშთებია, დაფიქსირდა ადგილობრივი და იმპორტული კერამიკა ფრაგმენტები, საცხოვრებელი ნაგებობის ხის ნაშთები. მეორე უბანი- მე-5 ს კოლხური სამაროვანი, გამოჩნდა 7 სამარხი, ადგილობრივი ჭურჭლით, მძივებით. 

დღეს, არქეოლოგიური გათხრები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა და ქობულეთის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

წელს, პირველად არქეოლოგიური გათხრები დაფინანსდება ბეშუმში. განხორციელდება გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიების, მათ შორის ბეშუმის დასახლებების ისტორიული, ეთნოარქეოლოგიურ და კარტოგრაფიული კვლევა. ასევე სააგენტოს დაფინანსებით გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს 4 უბანზე. წელს განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველ უბანზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მონეტების აღმოჩენა, რომელთაგანაც ერთ-ერთი სეპტიმუს სევერუსის სახელით 210 წელსაა მოჭრილი და იშვიათ აღმოჩენათა ნომინალს მიეკუთვნება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930