გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა გვარამიამ ოთო კახიძეს "უკიდეგანო ყ.." უწოდა

18-07-2019

"ოთო, ძალიან უკიდეგანო ყ*** ხარ. უიმედო სრულიად," - ასე უპასუხა ნიკა გვარამიამ ოთო კახიძის კომენტარს "რუსთავი2"-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ოთო კახიძემ დღეს საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვაჩვენა, რომ საქმისწარმოების პროცესში დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, რომელიც გამოიყენა მოწინააღმდეგემ.

„შეცდომაა იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი უძლეველია, რომ აი, სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა, რომ ევროპელი მოსამართლეები რუსეთის აგენტები არიან და ა.შ.
ეს ასე არ არის.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვაჩვენა, რომ:

1. არასწორი იყო მოსამართლეებზე თავდასხმა არაკორექტული ფორმით და არხის გამოყენება ცალკეული მოსამართლეების პროვოცირებისთვის და მათ შესავიწროებლად;

2. საქმისწარმოების პროცესში დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, რომელიც გამოიყენა მოწინააღმდეგემ.

ივანიშვილთან დაპირისპირებაში ყველაზე მეტად გვჭირდება სწორი სტრატეგია, თანმიმდევრულობა, არაისტერიულობა, იმგვარად პოზიციონირება, რომ ნეიტრალური პირი ჩვენ სასიკეთოდ განეწყოს და არა პირიქით.

ივანიშვილი უძლეველი არ არის. თუ ჭკვიანურად ვიმოქმედებთ, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მისთვის პიროსის გამარჯვების ტოლფასი აღმოჩნდეს,“ - დაწერა კახიძემ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონიერად ცნეს ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნების თაობაზე. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო "რუსთავი2"- ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930