გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

17-02-2018

“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც ივანიშვილი 307-ე ადგილზეა.


ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ქონება 350 მილიონი დოლარით გაიზარდა, 2013 წელთან შედარებით კი შემცირდა. კერძოდ, 2013 წლის 20 აგვისტოს მონაცემებით, მისი ქონება 6.80 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.


ბიძინა ივანიშვილი მიწებს ფლობს თბილისში, მცხეთაში, საჩხერეში, ოზურგეთსა და ბორჯომში. მოსკოვში, ოდენცოვის რაიონში მდებარე 1 060 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კი მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს ეკუთვნის.


რაც შეეხება ბიზნესებს, ბიძინა ივანიშვილი არის ისეთი დიდი და ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორიცაა: „ფოლკსვაგენი“ (2013 წლის მონაცემებით, მას 2722 ფასიანი ქაღალდი ჰქონდა), „გოლდმან საქსი“ (253 551 აქცია), „ეფლი“ (2 400 აქცია), „გუგლი“ (1 100 აქცია), „დოიჩე ბანკი“ (20 000 აქცია), „როლს როისი“ (6 020 000 აქცია), „თურქული ავიახაზები“ (300 000 აქცია).


სხვადასხვა მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილს უძრავ ქონებაში ჯამში 45 მილიონი დოლარი აქვს დაბანდებული, ხოლო მისი ხელოვნების ნიმუშების პირადი კოლექცია ღირებულებით მილიარდ დოლარს უტოლდება.





bfm.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930