გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
IRI: გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველოში მედია ნაწილობრივ თავისუფალია

19-07-2019

გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციას ენდობა. ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვაში წერია.


კერძოდ, 37% ამბობს, რომ მათთვის ტელეკომპანია „იმედის“ მეირ გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე სანდოა, 34%-ის აზრით, ისინი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ენდობიან.


გამოკითხულთა 44 % ამბობს, რომ საქართველოში მედია ნაწილობრივ თავისუფალია, 19%-ის აზრით სრულიად თავისუფალია, 21% მიიჩნევს, რომ არც ისე თავისუფალია, ხოლო 6%-ის პოზიციაა, რომ საერთოდ არაა თავისუფალი.


კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.



https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930