გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კაკაბაძე: ირაკლი ოქრუაშვილი არის ბუტა რობაქიძის მკვლელი და არარაობა პოლიტიკოსი

19-07-2019

უფლებადამცველი და მწერალი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არის ბუტა რობაქიძის მკვლელი, საქართველოს მოღალატე - ფსბ-ს დაქირავებული აგენტი 2011 წელს. 

„ირაკლი ოქრუაშვილი არის ბუტა რობაქიძის მკვლელი, საქართველოს მოღალატე - ფსბ-ს დაქირავებული აგენტი 2011 წელს, და არარაობა პოლიტიკოსი - ვის მოუვიდა აზრად მისი საქართველოში დაბრუნება და ისევ 'პოლიტიკურ ლიდერად' ქცევა - არ ვიცი. თუმცა იმას კი კარგად ვხვდები რომ მის უკან 'შავი ფულია' (არ არის გამორიცხული ისევ მისი პატრონი 'ფსბ'ა.) საიდან ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილს იმხელა ფული, რომ მინისტრობის პერიოდში ეყიდა რუსთავი 2? თუ ეს მართლა ასე იყო, ესე იგი ის ფულებს ისევ ჩვენ გვპარავდა. ამას თუ გამოავლენს ოქრუაშვილი ახლა - მაშინ თავისი ფეხით უნდა წავიდეს ციხეში“, - წერს ირაკლი კაკაბაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა, დღეს, საქალაქო სასამართლოს ქიბარ ხალვაშის მიერ, საჯარო რეესტრში „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირებულ წილებზე ყადაღის დადების მოთხოვნით მიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930