22-07-2019
უკრაინის რადის ვადამდელ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიამ „ახალ ძალთა მოძრაობამ“ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სააკაშვილის პარტიამ ხმათა 0.4% მიიღო.
ვადამდელ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა - 40%-ზე მეტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ “ხალხის მსახურმა“ მოიპოვა.
20 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებს ვადამდელ არჩევნებში უკრაინის პირველი პირის ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობდა. რადაში სულ 424 ადგილია. საარჩევნო ბარიერი 5%-ა.