გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში გახსნილ უბანზე გამარჯვება ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ მოიპოვა

22-07-2019

საქართველოში, უკრაინის საელჩოს ტერიტორიაზე გახსნილ უბანზე გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურმა“ მოიპოვა.


უკრაინის ცესკო-ს მონაცემებით, დათვლილია ბიულეტენების 100 პროცენტი და ხმების 35 პროცენტი ზელენსკის პარტიამ მიიღო.


უკრაინის პრეზიდენტის თანაგუნდელები ლიდერობენ ასევე სომხეთში 47 პროცენტით და აზერბაიჯანში 42 პროცენტით.


უკრაინის ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე გამართულ კენჭისყრაზე, საერთო ჯამში, დათვლილია ბიულეტენების 94 პროცენტი და ზელენსკის პარტიას 29 პროცენტი აქვს, ხოლო პოროშენკოს პარტიას 28 პროცენტი.


უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართა. ეგზიტპოლის მონაცემებით, მეცხრე მოწვევის რადაში სულ 5 პარტია შედის.


ესენია „ხალხის მსახური“, „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“, „ევროპული სოლიდარობა“, „ბატკივშინა“ და „ხმა“.




https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031