გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ მახარობლიძე: მისასალმებელია ქიბარ ხალვაშის ინიციატივა ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერის მოწვევასთან დაკავშირებით

22-07-2019

სამართალმცოდნე, თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში ქიბარ ხალვაშის განცხადებას ეხმაურება.

მისი აზრით, ქიბარ ხალვაშის ინიციატივა ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერის მოწვევასთან დაკავშირებით მისასალმებელია. 

როგორ ცთამარ მახარობლიძემ აღნიშნა, სარედაქციო პოლიტიკას საერთაშორისო პრინციპები უნდა განსაზღვრავდეს.

„მისასალმებელია ქიბარ ხალვაშის ინიციატივა ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერის მოწვევასთან დაკავშირებით. სარედაქციო პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს საერთაშორისო პრინციპები და არა კონკრეტული ადამიანები. გამოხატვის თავისუფლება სიცრუის გავრცელებას, შეუწრაცხყოფას და ეთიკური სტანდარტების დარღვევას არ გულისხმობს. თუ გამოცდილი ადამიანები არ მოიწვიეს და მაღალი სტანდარტები არ დაიცვეს, ისევ იგივე სურათი გვექნება. ვინც სტანდარტების დამკვიდრებას ეწინააღმდეგება, მისთვის რ2 არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და არა თავისუფალი და დამოუკიდებელი ტელევიზია“, - წერს თამარ მახარობლიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ქიბარ ხალვაშის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მისი სურვილია,  ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერის მოწვევა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930