გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიხტენშტეინი ელექტრონული სერვისებისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროსი საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდა

17-02-2018

ლიხტენშტეინი დაინტერესებულია გაეცნოს ელექტრონული სერვისებისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას.

ამის შესახებ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიუნხენში გამართული შეხვედრის დროს ისაუბრეს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ციფრული სერვისებისა და კიბერ-უსაფრთხოების სფეროში ორივე ქვეყნის სტრატეგიები. დადებითად შეფასდა საერთაშორისო რეიტინგებში კიბერ-უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წარმატებული პოზიციები, რომლის თანახმადაც საქართველო ევროპის მასშტაბით მესამე ადგილზეა უსაფრთხოების თვალსაზრისით. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას ასევე გააცნო მისი ინიციატივები დიპლომატიური საქმიანობასა და საკონსულო მომსახურებაში ელექტრონული სერვისების აქტიური დანერგვის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი პირველი უწყება იქნება, რომელიც დიპლომატიაში ციფრულ ტექნოლოგიებს გამოიყენებს და ამ ინიციტივით უკვე დაინტერესდნენ ამ სფეროში მოღვაწე უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები.

მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ლიხტენშტეინისა და საქართველოს თანამშრომლობა, როგორ ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. მიხეილ ჯანელიძემ ლიხტენშტეინის საგარეო, კულტურისა და იუსტიციის მინისტრი აურელია ფრიკი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია. თავის მხრივ ლიხტენშტეინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოხატა დაინტერესება ესტუმროს საქართველოს, რომელიც რეგიონში სწრაფად განვითარებადი, თანამედროვე ქვეყნის იმიჯით სარგებლობს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ლიხტენშტეინის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით აღინიშნა ლიხტენშტეინის მხრიდანსაქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წწ-ის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისთვის გამოყოფილი დახმარება, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით არსებული პროექტების განხორციელებას.


ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ლიხტენშტეინს შორის თავისუფალი შეთანხმების ამოქმედებას, რაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე შევა ძალაში და ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ განვითარებას.


საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების, სატრანზიტო პოტენციალის განვითარების და ტურიზმის სექტორში მზარდი შესაძლებლობების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ კვლავაც აქტიურად ითანამშრომლონ საერთაშორისო ფორმატებში ცალკეული ინიციატივების მხარდაჭერის მიმართულებით.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930