გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გალში მამაკაცი ცოფისგან გარდაიცავალა

23-07-2019

ოკუპირებულ გალში მცხოვრები გიგლა ჭანტურია ცოფის ვირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალა.


ოკუპირებულ გალში მცხოვრები გიგლა ჭანტურია ცოფის ვირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალა. ამ ფაქტის შემდეგ რაიონის ადმინისტრაციაში გამართული თათბირის მთავარი თემა მიუსაფარი ძაღლების საკითხი გახდა. თათბირი კი იმით დაიწყო, რომ გარდაცვლილს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.


გალის რაიონული საავადმყოფს მთავარი ექიმის გიორგი შონიას ინფორმაციი, ბოლო დროს გახშირდა ძაღლებისა და კატების მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევები. სპეციალისტის ინფორმაციით, აფხაზეთში არ არის ანტირაბიული ვაქცინა, რომელიც ვაქცინაციის კურსის და ერთჯერადი აცრის დოზის შემცირების საშუალებას იძლევა.


გალის რაიონის მთავარმა ვეტერინარმა ლიანა ჯგერენაიამ ადგილობრივ მცხოვრლებლებს შინაური ცხოველების დროულად აცრისკენ მოუწოდა.

გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ კი აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა ზომის მიღება, რათა მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს.




https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930