გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე უკრაინელ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ულოცავს

23-07-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინელ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ულოცავს. სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ პოსტში მთავრობის მეთაური გამოთქვამს რწმენას, რომ ორ მეგობარ ქვეყანას შორის კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება.

„ვულოცავ უკრაინელ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას! დარწმუნებული ვარ, ეს წარმატებული არჩევნები კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინულ დემოკრატიას, რეფორმებსა და პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ასევე განამტკიცებს კავშირებს ჩვენს მეგობარ ქვეყნებს შორის“, - წერს მამუკა ბახტაძე „ტვიტერში“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031