24-07-2019
"ეს არანაირი მესამე სექტორი არ არის. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" გაგრძელება. გიგაური, სალაძე, მშვენიერაძე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობასთან" ერთად ფლაერებს არიგებდა. ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც თვითონ მათ შექმნეს. ყველაზე კარგი მაგალითია გიგაური, რომელიც შსს-დან გადმოიყვანეს არასამთავრობო სექტორში და არავინ იცის, რას სჩადიოდა,- ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა
მისი თქმით მესამე სექტორს წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც თავის სფეროში კეთილსინდისიერად მუშაობენ.
,,მესამე სექტორი არის ის ადამიანები ვისი ხმაც ჩვენ არ გვესმის და ისინი თავის სფეროში, სხვადასხვა სფეროებში სინდისიერად მუშაობენ. ის, ვისზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს არანაირი მესამე სექტორი არ არის, მაგალითად გიგაური , სალაძე, მშვენიერაძე, რომელიც „ფლაერებს“ არიგებდა ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, ეს არანაირი მესამე სექტორი არ არის, ეს არის ნაციონალური მოძრაობის გაგრძელება, ეს არის ნაციონალური მოძრაობის მეხუთე კოლონა, რომელიც თვითონ შექმნეს მათ. მე მთავრობის წევრი ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს მერაბიშვილი როგორ აკეთებდა ამას. ყველაზე კარგი მაგალითია გიგაური, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადმოიყვანეს პირდაპირ არასამთავრობო სექტორში და და რას ჩადის იგი, ჩვენ არაერთხელ გვაქვს მოსმენილი”,- განაცდახა გოგა ხაინდრავამ.