24-07-2019
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დაიხურა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სხდომას თავად ბრალდებული მიხეილ კალანდიაც ესწრება.
პროცესის დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა, რაც საქმის მოსამართლემ დააკმაყოფილა.
მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.