24-07-2019
პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან პროკურატურის მიერ რამდნეიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ პარლამენტის ახალი კვლევითი ცენტრისა და ხელმძღვანელის წარდგენის ღონისძიება დავასულეთ, შესაბამისად მე არ მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი პროკურატურის ბრიფინგს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ბოლომდე ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რომ დაცული იყოს როგორც მხარეების ინტერესები, ისე - ჯაფარიძისა და ხაზარაძის ის უფლებები, რაც მათ კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული და ყველა კითხვა თუ პოზიცია იყოს ცნობილი.
"სახელმწიფოს მხრიდან მოწოდებული უნდა იყოს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილებები არის მიღებული, როგორ მიმდინარეობს საქმის წარმოება.
მთავარია, საქმე ამოიწუროს და გაეცეს პასუხები იმ კითხვებს, რომლებიც ამ საქმეში არსებობს - ეს იქნება მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოსათვის, ისე - ჯაფარიძისა და ხაზარაძისათვის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.