გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: შესაძლოა, ხაზარაძემ დააანონსა პოლიტიკური გეგმები, მაგრამ ეს საქმე ინიცირებული არის გაცილებით ადრე

24-07-2019

ბრალის წარდგენას კავშირი არ აქვს მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ გეგმებთან და ეს საქმე გაცილებით ადრე იყო ინიცირებული.“- პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

“ამ საქმეს პარლამენტი ყოველთვის ადევნებდა თვალს, არაერთი დისკუსია იყო საჯაროდ განხილული. ჩვენ საქმეს ბოლომდე მივადევნებთ თვალს, რომ მხარეების უფლებები იყოს დაცული და საზოგადოებას მიეწოდოს ყველა კითხვაზე პასუხი. მთავარი არის საქმე ამოიწუროს და კითხვებს გაეცეს პასუხები. ეს მნიშვნელოვანი იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ჯაფარიძისა და ხაზარაძისთვის,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ წარედგინა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალი ახლა- არჩილ თალაკვაძემ უპასუხა:

“შესაძლოა, მან დააანონსა პოლიტიკური გეგმები, მაგრამ ეს საქმე ინიცირებული არის გაცილებით ადრე. მე მივესალმები პროკურატურის საჯაროობას, რომ ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

შეუქმნის თუ არა ეს გადაწყვეტილება პრობლემას ანაკლიის პორტს, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტი ეფუძვნება საერთაშორისო ინვესტორებს და სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930