გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისთან ახლოს ვისკის საწარმო გაიხსნება

18-02-2018

"თბილისთან ახლოს, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვისკის საწარმო აშენდება, რომელიც შემოდგომაზე გაიხსნება", - ამის შესახებ Bm.ge-ს "ასკანელი ძმების" დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ განუცხადა. მისი განმარტებით საწარმოში პირველ ეტაპზე 5 მილიონი ლარის ინვესტიციას დებენ, რაც საბოლოო ჯამში 30 მილიონ ლარამდე გაიზრდება.


"ეს იქნება ძალიან მაღალი დონის ქარხანა, რომელიც საუკეთესო ევროპული დანადგარებით აღიჭურვება, მათ უმრავლესობას გერმანიაში შევიძენთ, აქ მოთავსდება ალაოს გაღვივების საამქრო და ვისკის სადისტილაციო. საწარმოს წელიწადში დაახლოვებით 1500 ტონა ალაოს გადამუშავების შესაძლებლობა ექნება, ნედლეულის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი წარმოების მარცვლეული იქნება", - განუცხადა Bm.ge-ს ჯიმშერ ჩხაიძე.


კომპანიამ "ასკანელი ძმები" ვისკის ამჟამად, ლილოში მდებარე ღვინის ქარხანაში ამზადებს. კომპანია წარმოების მნიშვნელოვან ზრდას გეგმავს.




bm.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031