გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურის და ბაჩოს მიმართვა აქცია „სირცხვილია“-ს ორგანიზატორებს: თუ ეს აქცია რეალურად აპარტიულია და არის რადიკალურად განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა, ჩვენ მოვალთ და ვისაუბროთ

24-07-2019

„თუ ეს აქცია რეალურად აპარტიულია და არის რადიკალურად განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა, ჩვენ მოვალთ და ვისაუბროთ - მიმართავენ ინტერნეტტელევიზია POSTV-ის ანალიტიკოსები გური სულთანიშვილი და ბაჩო ოდიშარია აქცია „სირცხვილია“-ს ორგანიზატორებს

„აქციამ შეიცვალა ფორმატი და მედიაპლატფორმად გადაკეთდა, სადაც იწვევენ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებს. ჩვენ, ანალიტიკის შემოქმედებით ჯგუფს გვქონდა იდეა, ჰარდთოქის გადაცემები ჩვენთან გაგვეკეთებინა და აქცია „სირცხვილია“-ს ორგანიზატორები მოგვეწვია, რადგან, ჩვენ ამ თემებზე დამოუკიდებლად ვლაპარაკობთ და ბევრად უკეთესი იქნება, თუ მათთან ვისაუბრებთ. თუ გინდათ, ჩვენთან მოსვლამდე, ჩვენ მოვალთ თქვენთან და ვისაუბროთ. კონკრეტული კითხვები ჩვენც გვაქვს და თქვენც გექნებათ. თუ ეს აქცია რეალურად აპარტიულია და არის იმის შესაძლებლობა, რომ რადიკალურად განსხვავებული აზრის მოსმენა განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს შორის ცივილურ ფორმატში მოხდეს, ჩვენ შეგვიძლია მოვიდეთ და ვისაუბროთ აქციების ირგვლივ არსებულ თემატიკაზე“- მიმართავენ გური და ბაჩო აქციის ორგანიზატორებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930