გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა

24-07-2019

დღეს, სენაკის სამხატვრო გალერეაში, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის People In Need პროექტის კოორდინატორები ანა ქოჩუა და ქეთევან გოცირიძე „ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით“ ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ლიდერებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვება შვიდმა პროექტმა მოიპოვა, მათგან ორი - მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის, ორი - გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეას“, ორი - სენაკის სათემო განათლების ცენტრის და ერთი - არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ათინათის“ საინიციატივო ჯგუფების მიერ შექმნილი პროექტებია.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე ლიდერებმა საკუთარი პროექტების პრეზენტაცია გამართეს. მათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და People In Need პროექტის კოორდინატორებმა გამარჯვება მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930