გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

24-07-2019

შს მინისტრის ბრძანებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა.

ნინო ცაციაშვილი 1986 წელს დაიბადა. ის პროფესიით სამართალმცოდნეა.

2007-2010 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მიენიჭა სამართალმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2017 წლის დეკემბრიდან ამ დრომდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

2017-2018 წლებში საქმიანობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეულ ლექტორად;

2016 წლიდან მუშაობს ტრენერად შემდეგი მიმართულებით: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, გამოძიების ელექტრონული პროგრამა, სასამართლო უნარ-ჩვევები, საპროცესო დოკუმენტების შედგენა;

2016-2018 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიწვეულ ტრენერად;

2015 წლიდან დღემდე არის საქართველოს უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი;

2014-2015 წლებში საქმიანობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორად;

2009-2014 წლებში მუშაობდა პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფებში პროკურორის პოზიციაზე;

2007-2008 წლებში იყო ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი;

2009-2019 წლებში ეუთოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის პროექტების ფარგლებში მონაწილეობა მიღებული აქვს საერთაშორისო და ადგილობრივ 30-მდე სასწავლო ვიზიტში, ტრენინგსა თუ კონფერენციაში, მათ შორის ისეთ თემებზე, როგორიც არის: "სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები" (2017 წელი - დიდი ბრიტანეთი); "მოწმისა და დაზარალებულის უფლებრივი მდგომარეობა" (2017 წელი - ყაზახეთი); "ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები და კვლევის მეთოდოლოგია" (2016 წელი - საქართველო);

ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული დისტანციური სწავლების HELP-ის პლატფორმით გავლილი აქვს ტრენერთა ტრენინგი (2017 წელი) და ანტიდისკრიმინაციულ საკითხებზე სწავლების პროგრამა (2016 წელს).

ასევე გავლილი აქვს სპეციალური სწავლება "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთა ურთიერთობის მეთოდიკა" (2015 წელი);

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930