24-07-2019
„ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისა და გავრცელების შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 18 დეკემბრის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს საქმეზე შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” და სხვები საქართველოს წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილების ქართულ თარგმანს.
გადაწყვეტილების სრული ვერსიის ქართული თარგმანი, დადგენილი წესით, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, სადაც ხელმისაწვდომია სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით გამოტანილი გადაწყვეტილებები.
იხილეთ თარგმანი: http://justice.gov.ge/News/Detail?newsId=7942