25-07-2019
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალშია. ამ წარმატებას ბასილავშილმა მერვედფინალში არგენტინელ ხუან იგნასიოს დამარცხებით (4-6; 6-3; 3-6) მიაღწია.
შეხვედრა საათსა და 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ფრანგი ჯერემი ჩარდი იქნება, რომელიც ATP-ის ოფიციალურ რეიტინგში 77-ე ადგილზეა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის პირველი ბარიერი მარტივად დაძლია. ტურნირის მოქმედი ქართველი ჩემპიონი ბოლივიელ უგო დელიენის დაუპირისპირდა. ბასილაშვილი ATP-ის ოფიციალურ რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს.