გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპაში ანომალიური სიცხე ფიქსირდება

25-07-2019

ევროპაში ანომალიურ სიცხეს ებრძვიან. ბელგიაში სიცხის გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში 40 გრადუსი დაფიქსირდა. ეს 1831 წლის შემდეგ ბელგიაში დაფიქსირებული ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურაა.


ანალოგიური მდგომარეობაა ლუქსემბურგში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში. საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში დღეს 40 გრადუსი დაფიქსირდა, ხვალ კი, 42 გრადუსს ვარაუდობენ.


ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ და მზის აქტიურ მონაკვეთში სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ.






https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930