გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გალში 400-ზე მეტმა პირმა აფხაზური გვარი დაიბრუნა

25-07-2019

ოკუპირებული გალის რაიონის 400-ზე მეტმა მცხოვრებმა ძველი აფხაზური გვარი დაუბრუნა.


„სამურზაყანოელ აბხაზთა საბჭოს“ თავმჯდომარის მოადგილის ედიშერ ზუხბას თქმით, ამ მოქალაქეებს „ისტორიული სამართლიანობის აღდგენის საშუალება მიეცათ“.


როგორც აფხაზური მედია იუწყება, საბჭოს შექმნიდან 5 წლის განმავლობაში ორგანიზაციას 900 - მდე ადამიანმა თავიანთი ძველი აფხაზური გვარების დაბრუნების თხოვნით მიმართა. გარდა ამისა, გალის რაიონში დაგეგმილია სკოლა -ინტერნატის შექმნა, სადაც ბავშვებს აფხაზურ ენას და აფხაზეთის ისტორიას შეასწავლიან.


„გალის რაიონის მცხოვრებთა 95% „ეთნიკური ქართველები (მეგრელები) არიან, თუმცა, მათ კარგად იციან საკუთარი აფხაზური ფესვების შესახებ. მათ შორის არიან აფხაზური წარმოშობის ისეთი გვარები, როგორიცაა: აბუხბაია, აგირბაია, ადზინბაია, აკიშბაია, ანჩაბაძე, არშბაია, არგუნია, ბაგბაია, ბუტბაია, გვაძბაია, ზვანბაია, ზუხბაია, ინალიშვილი, ქეცბაია, კირთბაია, ყოლბაია, კვაცბაია, ქავშბაია, კაკუბავა, ლაკერბაია, ეზუგბაია, ეშბაია და ა.შ.", - წერს "აფხაზია ინფორმი".

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭო“ 2014 წელს დაფუძნდა.


მურზაყანელ აფხაზთა ყრილობა 20 ივლისს გაიმართა და ის „გალის დაარსებიდან 87 წლის იუბილეს მიეძღვნა“.






https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930