გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

25-07-2019

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზოჰრაბ მნაცაკანიანი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მხარეებმა არსებული ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების შესახებ იმსჯელეს. საუბარი, შეეხო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სომხეთში დაგეგმილ ვიზიტს და მის მნიშვნელობას ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოს ვიზიტით სომხეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ახლადშექმნილი ჯგუფი ეწვევა.

საუბარი ასევე, შეეხო საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის საქმიანობას და ორი ქვეყნის განსაკუთრებულ როლს რეგიონული მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031