გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორის მკვიდრი: შოთა უტიაშვილმა აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში

25-07-2019

გორის მკვიდრი პაატა მაჩიტაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში შოტა უტიაშვილის გუშინდელ განცხადებას შინდისის გმირების მემორიალიდან აპროტესტებს და მის სახლთან დღეს აქციას აანონსებს.

„ამ ადამიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოსთვის ყოფილა კარგი და ამოსუნთქვა. მე ვარ ქალაქ გორიდან, იმ ქალაქიდან, რომელზეც რუსულმა აგრესიამ და ბობმებმა პირდაპირ იქონია გავლენა. ახლა მე ვიმყოფები შინდისის გმირების მემორიალთან, იმ ბიჭების მემორიალთან, რომლებმაც საკუთარ ქვეყანას გმირულად შესწირეს თავი. მათ ეს იმისთვის არ გაუკეთებიათ, რომ ვიღაცას წლების შემდეგ ასეთი სამარცხვინო განცხადება გაეკეთებინა. შოთა უტიაშვილმა აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში. მე და ჩემი თანამოაზრეები, რომლებიც საბედნიეროდ ძალიან ბევრნი ვართ, დღეს შუადღით აუცილებლად ჩამოვალთ თბილისში და ჩვენი ჯანსაღი პროტესტის გამოხატვას მის სახლთან გავაგრძელებთ მანამ, ვიდრე ეს ადამიანი ბოდიშს არ მოიხდის. მე არ ვიცი ეს ადამიანი სად იმყოფებოდა აგვისტოს ომის დროს, მაგრამ დანამდვილებით გეტყვით, რომ მე და ჩემი მეგობრები სწორედ აქ ვიყავით, გორში და ჩვენს თვალწინ ხდებოდა ეს უბედურება. ასეთი სახის განცხადება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოს ქართველმა კაცმა“ - აცხადებს ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში პაატა მაჩიტიძე. 

შოთა უტიაშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც იგი ამბობს, რომ „აგვისტოს ომმა თავისი ყველა პლიუს-მინუსით საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა“ სოციალურ ქსელში აღშფოთება მოყვა.

ვიდეოს ბმული https://www.facebook.com/Giordanobruno000/videos/1311424659018306/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031