გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხულოში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

25-07-2019

ხულოში ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი.


როგორც შსს-ში განაცხადეს, დაღუპულები ბაბუა და შვილიშვილი არიან. კიდევ ერთი დაშავებული ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.


უწყების პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930