გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძემ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონებს უმასპინძლა

25-07-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჭადრაკში ევროპის ჩემპიონებს - 6 წლის დავით თათვიძეს და 9 წლის კესარია მგელაძეს უმასპინძლა, რომლებმაც ტიტული რუმინეთის ქალაქ მამაიაში გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვეს.

მამუკა ბახტაძემ მოჭადრაკეებს წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი მიღწევებით მთელი საქართველო ამაყობს.

„საქართველო არის ჩემპიონების და ყველაზე ნიჭიერი ადამიანების სამშობლო და კესარიას და დათოს მიღწევები სწორედ ამის მაგალითია. განათლების რეფორმის ფარგლებში ჩვენ სკოლებში უნდა აღვადგინოთ ის ტრადიცია, რომ ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული ჭადრაკში. იმ საზოგადოებაში, სადაც ჭადრაკი პოპულარულია, ადამიანური კაპიტალიც და ნიჭიც ყველაზე მეტად ვითარდება”, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ქუთაისისა და ბათუმის დიდ საჭადრაკო ტრადიციებზე გაამახვილა ყურადღება და ქუთაისელი დავით თათვიძისა და ბათუმელი კესარია მგელაძის მშობლებსა და მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა პატარა ჩემპიონებს წარმატებები უსურვა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ჭადრაკში, რომელიც ქალაქ ბრატისლავაში პირველ აგვისტოს დაიწყება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031