გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაშველები ჯუთაში დაშავებულ ტურისტს დაეხმარნენ

25-07-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ყაზბეგში, სოფელ ჯუთას მიმდებარედ, იყო დაშავებული ტურისტი, რომელიც მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.

დაშავებულების დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დუშეთის სამაშველო ჯგუფის მაშველები, რომლებსაც რთული რელიეფის გამო, მთელი ღამის განმავლობაში ქვეითად გადაადგილება მოუწიათ.

ჯუთაში ჩასულ მაშველებს შემთხვევის ადგილზე დახვდათ რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი 4 კაციანი ტურისტული ჯგუფი, რომელთა შორის ერთ-ერთ ქალბატონს ტრამვა ჰქონდა მიღებული.

მაშველებმა შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე შეაფასეს არსებული სიტუაცია და რთული რელიეფის გამო, დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოძახების გადაწყვეტილება მიიღეს.

ყაზბეგის მიმართულებით გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

მაშველებმა ტურისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ქალბატონს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031