გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ხვალიდან ავსტრიის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შეხვედრებს გამართავენ

18-02-2018

მიმდინარე წლის 19-23 თებერვალს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და ამავე კომიტეტის წევრი ანრი ოხანაშვილი ავსტრიის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.


შეხვედრები დაგეგმილია ავსტრიისა და გერმანიის პარლამენტების შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებთან და პარლამენტის სხვა წევრებთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცებთან.


საქართველოს პარლამენტის დელეგატები მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის და ზოგადად, პარლამენტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ გამართულ ღონისძიებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031