25-07-2019
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხაზარაძე - ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი გამარტებით პრეზიდენტს არ აქვს უფლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისაუბროს.
„მე ვარ გათვიცნობიერებული იმ ინფორმაციებში, რაც ჯერჯერობით არის გავრცელებული. მე ამას ვაკვირდები, ჩემი ანალიზებიც მაქვს, მაგრამ მე ვთვლი, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავისი შეხედულება. სანამ პროკურატურა, ან სასამართლო არის ჩართული საქმეში, პრეზიდენტის კომენტარი არის უშუალო ჩარევა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.