გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტორტების მაღაზიაში ბისკვიტის მაგივრად შეიძლება პენოპლასტი იყიდოთ - ბავშვისთვის ნაყიდ ტორტში ბისკვიტის ნაცვლად პენოპლასტი იპოვეს

27-07-2019

ფოტოგრაფი ლელი ბლაგონრაროვა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მის მიერ ბავშვისთვის ნაყიდ ტორტში ბისკვიტის ნაცვლად პენოპლასტი აღმოჩნდა.


როგორც ფოტოგრაფი წერს, მან ტორტი საკონდიტრო "კარამელში" შეიძინა.


"გუშინ ანდრიას ვუყიდეთ ტორტი, გასაფორმებლად დამატებით მარცეპანისგან ჭიამაიაც დავუმატეთ. მაღალ ფასსზე (12 ლარი ჭიამაია) რომ დავიწუწუნეთ, პასუხად მარცეპანია სულ და იჭმევაო, იმიტომ ღირს ძვირიო. მეუბნება გამყიდველი.


მოკლედ ბევრი ნერვიულობის შემდეგ დღეს მივუტანეთ და იქით გვეჩხუბნენ სულ ესეაო და არ იცოდითო? არა ბატონო, არ ვიცოდით რომ ტორტების მაღაზიაში ბისკვიტის მაგივრად შეიძლება პენოპლასტი იყიდოთ", - წერს ლელი ბლაგონრაროვა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.


როგორც ბლაგონრაროვას მეორე სტატუსიდან ირკვევა, მომხდართან დაკავშირებით მას საკონდიტროდან, სადაც ტორტი შეიძინა, არავინ გამოხმაურებია.


"იმის მაგივრად საკონდიტრომ, როგორც მინიმუმ ბოდიში მოიხადოს, გადაწყვიტა ბოტებივით თავის "ახლობლებს" ერთი და იგივე ტექსტით სიცრუე დამაბრალოს", - წერს ფოტოგრაფი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031