გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხევსურეთს ეწვია

27-07-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ხევსურეთს ეწვია - ნათია თურნავა შატილში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ დაგეგმილი პროექტები გააცნო, მათ შორის სოფელ შატილთან 200 კვტ დადგმული სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურის - ბიტეხი 1 ჰესის მშენებლობის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. ნათია თურნავასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ და ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა. 

როგორც ნათია თურნავამ შატილელებთან შეხვედრისას აღნიშნა, სოფელთან მიკროჰესის მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დიდ როლს ითამაშებს რეგიონის განვითარების საქმეში, მათ შორის ხელს შეუწყობს ტურიზმის ზრდის მიმართულებით.

„შატილი ჩვენი ხელისფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჩვენ აქ ვახორციელებთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, მათ შორის მიკროჰესის მშენებლობის პროექტს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჰესი ნოემბრისთვის ჩართული იყოს“, - აღნიშნა მინისტრმა. 

რაც შეეხება შატილში მიმდინარე სხვა პროექტებს, მათ შორის აღსანიშნავია სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს ეგიდით ხორციელდება - უკვე სამ კვირაში შატილში ხარისხიანი ინტერნეტი იქნება.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, პროექტს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ განახორცილებს, მიკროჰესის დადგმული სიმძლავრე 200 კვტ იქნება. აღსანიშნავია, რომ მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების განვითარება ელექტროენერგიის მიწოდების კარგი საშუალებაა იმ რეგიონებისთვის, სადაც ენერგიის მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის შეუძლებელია ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შატილის მოსახლეობას ასევე შეხვდნენ ჰესის მშენებელი კომპანია „პარუს ჰიდრო“-ს წარმომადგენლებიც, მათ ადგილობრივებთან ჰესის მშენებლობის ვადებისა და ეტაპების შესახებ დაწვრილებით ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ შატილში უკვე არის ერთი მცირე ზომის ჰესი, რომელიც აშენებულია 1970-იან წლებში და 1995-ში ჩაუტარდა ელექტრო - მექანიკური ნაწილის რეაბილიტაცია. ჰესი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ძირითადი წყაროა. დღესდღეობით ორი აგრეგატიდან მუშაობს მხოლოდ ერთი, რომელსაც საპროექტო 130-დან მხოლოდ 50-60 კვტ სიმძლავრის გამომუშავება შეუძლია. აგრეგატი ამორტიზირებულია, შესაბამისად, ხშირად გამოდის მწყობრიდან, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

შატილში მიკროჰესის მშენებლობის საჭიროებასა და აუცილებლობაზე საუბრობს ადგილობრივი მოსახლეობაც. როგორც ნინო ჭინჭარაულმა მინისტრთან შეხვედრის შემდგე აღნიშნა, „მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება შატილში - იწყება ახალი ჰესის მშენებლობა, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ელექტროენერგია უწყვეტად მიიღოს“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930