28-07-2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ფაქტია, რომ იყო საბანკო ტრანზაქციები, რომელმაც კითხვები გააჩინადა ამ საქმის დაკავშირება პოსტ-ფაქტუმ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობასთან სპეკულაციურია.
"ოპოზიცია ამ ამბავს ხან ბატონო ხაზარაძის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირებს, ხან ანაკლიას - ვფიქრობ ეს არათანიმდევრულია”, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საზოგადოებას ხაზარაძისა და ჯაფარიძის კონკრეტული პოლიტიკური გეგმების შესახებ ჯერ არაფერი მოუსმენია.
ამასთანავე, არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს, პოლიტიკური პარტიის შექმნის პრობლემა აღარავის აქვს, ორასამდე პარტიაა რეგისტრირებული და 20-ზე მეტი თითქმის ყველა არჩევნებში მონაწილეობს”.
მისივე შეფასებით, თუ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლას აპირებს, პოლიტიკა მეტ საჯაროობას და ანგარიშვალდებულებას მოითხოვს, ასეთ შემთხვევაში სჯობს, რომ მასთან დაკავშირებულ საქმეზე კითხვები დროულად ამოიწუროს.
"საქმის გონივრულ ვადებში ამოწურვა შედის როგორც სახელმწიფოს, ასევე, თავად ხაზარაძისა და ჯაფარიძის ინტერესებში. ეს საქმე ვინმეს პოლიტიკური ზეწოლისთვის რომ სჭირდებოდეს, მაშინ ამ ადამიანებს რეპუტაციულ დარტყმას მიაყენებდა და საქმეს ბოლომდე აღარ მიიყვანდა, თაროზე შემოდებდა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.